„გაცვალეთ ეს თქვენი ბიჭი ჩვენს ბიჭებსა და გოგოებზე“ – პრეზიდენტი რუსეთს მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს  

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თანახმაა,  სპეცოპერაციის შედეგად, უკრაინაში დაკავებულია ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინელ ტყვეებში გაიცვალოს. „სპეცოპერაცია ჩატარდა. მადლობა ჩვენს სპეცსამსახურებს. დეტალები მალე გახდება ცნობილი“, – აცხადებს პრეზიდენტი.

სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ყოფილი უკრაინელი დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი  სასამართლოს გადაწყვეტილებით, შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მან გაქცევა მოახერხა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინული მხარე თანახმაა, ის უკრაინელ ტყვეებში გაიცვალოს.

„ის 48 დღე იმალებოდა და ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა გაქცევა ჩვენი ქვეყნიდან.  განსაკუთრებით ცინიკური მგონია მისი მხრიდან უკრაინული სამხედრო ფორმის გამოყენება. რა გაეწყობა, თუ მედვედჩუკმა თავად აირჩია სამხედრო ფორმა, ის ომის წესებს დაექვემდებარება. ვთავაზობ რუსეთს: გაცვალეთ ეს თქვენი ბიჭი ჩვენს ბიჭებსა და გოგოებზე, რომლებიც ახლა ტყვეობაში არიან. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა უწყებებმა და სამხედროებმა ასეთი შესაძლებლობა განიხილონ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები