„გენოციდი“ – ჯო ბაიდენის შეფასება უკრაინაზე

  „თქვენი ოჯახის ბიუჯეტი, თქვენი საწვავის ავზის ავსების შესაძლებლობა, არც ერთი უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გამოაცხადებს თუ არა დიქტატორი ომს და ჩაიდენს თუ არა გენოციდს ნახევარი მსოფლიოს მოშორებით“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ამერიკის მოსახლეობის მიმართვისას. აღნიშნულ შეფასებას ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და ნამდვილი ლიდერის ნამდვილი სიტყვები უწოდა. „მოვლენებისთვის სახელის დარქმევა მნიშვნელოვანია, რომ წინ აღვუდგეთ ბოროტებას. ნამდვილი ლიდერია ნამდვილი სიტყვები. მადლიერი ვართ” – აცხადებს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.