ლუკაშენკო ბუჩაში ჩადენილ სისასტიკეს პროვოკაციას უწოდებს

ბელარუსის პრეზიდენტი  ალექსანდრ ლუკაშენკო მამა-მარჩენალ პუტინის მაამებელ მორიგ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ბუჩაში ადამიანების ჟლეტვა მორიგი ფარსია. განცხადება მან ვლადიმერ პუტინთან ერთად გააკეთა.

„ყველა ერთხმად ყვირის – უნდა შემოგვეტანა სანქციების მორიგი პაკეტი. ჩვენ დღეს განვიხილეთ მათი სპეცოპერაცია, ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია, რომელიც ჩაატარეს ინგლისელებმა. რუს მეგობრებთან ერთად ჩვენ „გავხსენით“ დასავლეთის ეს ამაზრზენი პოზიცია. თუ თქვენ გჭირდებათ მისამართები,  გარეგნობა, ავტომობილების ნომრები და მარკა, რომლითაც ჩავიდნენ ბუჩაში, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს შეუძლია მოგაწოდოთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ, რომელიც იმეორებს რუსეთის თავდაცვის უწყების გავრცელებულ ინფორმაცის, რომ ბუჩასთან დაკავშირებულია კადრები „მორიგი პროვოკაციაა“.

ხელები შეუკრეს, კედელთან დააჩოქეს, დაასახიჩრეს და შემდეგ დახოცეს – ოკუპანტების სისასტიკე უკრაინაში

მსგავსი თემები