„ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაშ, პუტინსა და მის რეჟიმს პასუხისმგებლობაში მივცემთ“ – დიდი ბრიტანეთი  

უკრაინაში, კერძოდ კი ქალაქ მარიუპოლში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტს, პენტაგონის პარალელურად,  დიდი ბრიტანეთიც სწავლობს. როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, პუტინს პასუხისმგებლობა ემუქრება.

,,ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა ძალებმა, მარიუპოლის მოსახლეობაზე თავდასხმისას, შესაძლოა ქიმიური საშუალებები გამოიყენეს. ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება, ამ კონფლიქტის ესკალაცია იქნება და ეს მოიტანს პუტინისა და მისი რეჟიმის პასუხისგებას“ – აცხადებს ლიზ ტრასი.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, მარიუპოლშ შესაძლოა, ქიმიური იარაღი “ზარინი” იყოს გამოყენებული.

უკრაინაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებას აშშ იკვლევს

მსგავსი თემები