“რუსებმა მარიუპოლს ქიმიური იარაღით შეუტიეს“ – ანდრეი ბელეცკი

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსებმა მარიუპოლზე იერიში ქიმიური იარაღის გამოყენებით განახორციელეს. როგორც “აზოვის“ ხელმძღვანელი ანდრეი ბელეცკი აცხადებს, შეტევა განხორციელდა აზოვსტალის ქარხანაზე.

„რუსებმა ქიმიური იარაღით შეუტიეს მარიუპოლს, აზოვსტალის ქარხანას. სამ ადამიანს აქვს საბრძოლო ქიმიკატებით მოწამვლის აშკარა ნიშნები, მაგრამ კატასტროფული შედეგების გარეშე. მარიუპოლზე ქიმიური თავდასხმა მხოლოდ ერთს ნიშნავს – რუსები ვერ იღებენ მარიუპოლს და უკრაინელ დამცველებს. მათ სხვა გზა არ აქვთ გარდა აკრძალული იარაღის განურჩევლად გამოყენებისა“, – აცხადებს  ბელეცკი ვიდეომიმართვაში.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უცნობი მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებით. შესაძლოა, ეს იყო ქიმიური იარაღი “ზარინი.”

 

მსგავსი თემები