ლავროვის განცხადებით, რუსეთი „სამხედრო ოპერაციას“ არ შეაჩერებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თამამად აცხადებს, რომ რუსეთი არ აპირებს უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ შეჩერებას. რუსეთი არ შეაჩერებს უკრაინაში მის „სამხედრო ოპერაციას“ სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გამართვამდე“  – ასეთია ლავროვის გზავნილი.

მისი განმარტებით, პუტინმა კეთილი ნება გამოიჩინა, როცა პროცესების შეჩერების ბრძანება პირველი მოლაპარაკებისას გასცა.

„პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო მოქმედებების შეჩერების ბრძანება მოლაპარაკებების პირველი რაუნდის მიმდინარეობისას გასცა. მოსკოვი არ აპირებს შეაჩეროს ოპერაცია, როცა მხარეები შეიკრიბებიან. მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ უკრაინელები არ გეგმავდნენ საპასუხო ქმედებას, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის განმავლობაში არ იქნებოდა პაუზა, სანამ საბოლოო შეთანხმება არ იქნება მიღწეული”, – განაცხადა ლავროვმა.

„ბორელს ან რაღაც პირადული ჰქონდა, ან უბრალოდ რაღაც წამოროშა“ – სერგეი ლავროვი

მსგავსი თემები