მედიკამენტების გამოწერის წესი მკაცრდება

„დღეიდან, ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების რეცეპტი, მატერიალური სახით აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. ამ ცვლილებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება“ – აცხადებს პრემიერი.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სწორედ მან დაავალა მინისტრს წესის გამკაცრება.

„მე დავავალე, რომ ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების გამოწერის წესი უნდა გამკაცრდეს და ზოგადად ცირკულაცია ამ ფსიქოტროპული მედიკამენტების. ეს უკავშირდება ნარკომანიას, არაჯანსაღ ცხოვრებას და სხვა უამრავ უბედურებას, რომელიც საბოლოოო ჯამში, ჩვენს მომავალ თაობაზე აისახება. ამიტომ, ვალდებულები ვიყავით და ვართ, რომ ეს საკითხიც დაგვერეგულირებინა. დღეიდან, ამ ჯგუფის პრეპარატების რეცეპტი, მატერიალური სახით, ქაღალდზე ასე ვთქვათ, აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. ესეც დარეგულირდება,“ – განაცხადა ღარიბაშილმა.

მსგავსი თემები