ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოდიან

„11-13 აპრილს, ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის (SEDE) წევრები საქართველოს ეწვევიან. ისინი განიხილავენ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის კონტექსტში და შეაფასებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას“ – აღნიშნული ინფორმაცია „მედიაცენტრ მთავარს“ ევროკავშირის საელჩოდან მიაწოდეს.

ორშაბათს, 11 აპრილს, 18:30, დელეგაცია გამართავს პრესკონფერენციას სასტუმრო ,,მერიოტ თბილისში.“

დელეგაციის შემადგენლობაში არიან:  ლუკას მანდლი, დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; ,,ევროპის ხალხთა პარტია“ (EPP)/ავსტრია; იოზას ოლეკასი; „სოციალისტები და დემოკრატები (S &D)/ლიტვა ელენა იონჩევა;  სოციალისტები და დემოკრატები (S&D) /ბულგარეთი ლარს პატრიკ ბერგი; ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები (ECR)/გერმანია.  ქვეკომიტეტი შეხვდება საქართველოში ევროკავშირს ელჩს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს; საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, მთავრობის წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს, ევროინტეგრაციის და საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს, პარლამენტის წევრებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

დელეგაცია ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისებს მცხეთაში, გორსა და ზუგდიდში და დააკვირდება მისიის მუშაობას გამყოფი ხაზის გასწვრივ.

 

მსგავსი თემები