ევროკავშირის წევრობის კითხვარს საქართველოც მალე მიიღებს

უკრაინის შემდეგ, რიგში საქართველო დგას. როგორც სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს 11 აპრილს გადასცემს.

„პრეზიდენტმა, ფონ დერ ლაიენმა კითხვარი უკრაინას გუშინ გადასცა, მე კი ორშაბათს გადავცემ საქართველოსა და მოლდოვას. პასუხი დაეხმარება ევროკომისიას, რომ მოამზადოს მოსაზრებები სამი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების შესახებ, როგორც ამას ითხოვს ევროკავშირის საბჭო”, – აცხადებს ოლივერ ვარჰეი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტს კითხვარი ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირადად, უკრაინაში გადასცა.

პრეზიდენტმა პრეზიდენტ ზელენსკის სიურპრიზი მოუმზადა და ევროკავშირის ე.წ. კითხვარი გადასცა

მსგავსი თემები