ევროკავშირი კიევში წარმომადგენლობას ისევ გახსნის

პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნის და მოწოდების გათვალისწინებით, ომში მყოფ ქვეყანაში დიპლომატიური მისიები თანდათანობით აღდგება. პირველი, ვინც პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნას გამოეხმაურა, ევროკავშირია.

ევროკავშირი აპირებს, კიევში დიპლომატიური წარმომადგენლობა აღადგინოს. ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი უკრაინაში მათი მაასიკასი კიევში ევროკომისიის პრეზიდენტთან და სხვა ევროპარლამენტარებთან ერთად იმყოფებოდა. დიპლომატი უკრაინაში რჩება და დახურული წარმომადგენლობის  გასახსნელად ვითარებას ადგილზე ეცნობა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება კიევში მყოფმა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმაც გააკეთა. მისი შეფასებით, დიპლომატიური მისიების დაბრუნება საჭიროა უკრაინის მთავრობისა და მოქალაქეების მიმართ მხარდაჭერის გასაძლიერებლად.

„გთხოვთ, დაბრუნდით“ – ზელენსკი საელჩოებს მიმართავს

მსგავსი თემები