რუსეთის ულტიმატუმი – ბელარუსი უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა უნდა იყოს

ოკუპანტი რუსეთი ულტიმატუმს აყენებს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, ბელარუსი იმ ქვეყნების ჩამონათვალში უნდა იყოს, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიას უზრუნველყოფენ.

„ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ სახელმწიფო გარანტორებს შორის აუცილებლად უნდა იყოს ბელარუსის რესპუბლიკა. ახლა ყველა ამ საკითხის, მათ შორის გარანტორი ქვეყნების სრული სიის შეთანხმება მიმდინარეობს. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ აღნიშნულ ქვეყნებში ბელარუსის შევიდეს“, – აცხადებს ლავროვი.

 

მსგავსი თემები