ლიეტუვა საქართველოს მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადოს

საქართველოს მეგობარი ქვეყანა ლიეტუვა საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მიმართ დამოკიდებულების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათი განცხადებები სამწუხაროა.

„მწუხარებას გამოვთქვამთ, იმ განცხადებების გამო, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები და მმართველი პარტიის ლიდერები აკეთებენ. მსგავსი განცხადებები ძირს უთხრის უკრაინის ლიდერობას და უკრაინის გმირულ ბრძოლას ევროპული თავისუფლებისა და ღირებულებებისთვის“ აღნიშნულია ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

ლიეტუვის სეიმის საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს: „კმაყოფილებას იწვევს ქართველი ხალხის მიერ უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა და სოლიდარობა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ პარტიას, გამოხატოს სრული მხარდაჭერა უკრაინის ხელისუფლების მიმართ“,- ვკითხულობთ  განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის მხრიდან საქართველოს მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს გავლით რუსეთში აკრძალული ტვირთების გადატანას ეხება, ქართული მხარე ბოდიშის მოხდას ითხოვს, რადგანაც, საქართველს მთავრობის მტკიცებით,  მსგავსი ფაქტი არც მომხდარა და არც მოხდება.

მსგავსი თემები