რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გზაშია

უკრაინაში რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ ავიაიერიშს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ეხმიანება. როგორც შარლ მიშელი აცხადებს, შემაძრწუნებელია ის, რაც დღეს რუსეთმა განახორციელა.

„შემაძრწუნებელია რუსეთის მიერ ავიაიერიშის განხორციელება ერთ-ერთ ძირითად რკინიგზის სადგურზე, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის გამოიყენებოდა იმ რეგიონში, სადაც რუსეთი თავდასხმებს აძლიერებს. ქმედება აუცილებელია, მეტი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და მეტი იარაღი უკრაინისთვის გზაშია ევროკავშირის მხრიდან. ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტი ახლახანს დამტკიცდა”, – განაცხადა შარლ მიშელმა.

რუსეთმა პირდაპირი იერიში სწორედ იქ მიიტანა, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა და დასავლეთ უკრაინაში გადასვლას ცდილობდა. 39 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.

უკრაინაში რკინიგზის სადგური დაბომბეს, გვამები ქუჩაში ყრია

მსგავსი თემები