უკრაინაში რკინიგზის სადგური დაბომბეს, გვამები ქუჩაში ყრია

  რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში მორიგი სისასტიკე ჩაიდინეს. მათ კრამატორსკის რკინიგზის სადგური ბალესტიკური რაკეტებით დაბომბეს, სადაც უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. 30-მდე ადამიანი დაიღუპა,  100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. გვამები სადგურის ტერიტორიაზე ყრია. დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პაველ კირილენკოს ინფორმაციით, ოკუპანტებმა კარგად იცოდნენ, სად უმიზნებდნენ. სადგურზე 2 ავიაიერიში განხორციელდა. ხალხი სადგურიდან დასავლეთ უკრაინაში გადადიოდა.