ოკუპანტებმა 16 წლის ფეხმძიმე და 78 წლის მოხუცი გააუპატიურეს  

უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, უკრაინის სხვადასხვა ქალაქში აღმოჩენილია 600-ზე მეტი ცხედარი. ვისი ამოცნობაც მოხერხდა, ცხედრებს შორის 40 ბავშვია.

კრივოი-როგის ადმინისტრაციის ინფორმაციით კი  ოკუპანტებმა 16 წლის გოგო და 78 წლის ქალი გააუპატიურეს.  ეს სისასტიკე კი ხერსონში მოხდა.

როგორც ალექსანდრე ვილკულა ვიდეომიმართვაში აცხადებს, აგრესორებმა ასევე, დაბომბეს ნავი, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გადაჰყავდა.

ჰერსონის ოლქის ქალაქების გათავისუფლების შემდეგ ჩვენ ვაწყდებით, უმძიმეს ისტორიებს. გააუპატიურეს 16 წლის ორსული გოგონა და 78 წლის მოხუცი. რუსმა ჯარისკაცებმა წყალსაცავთან კრივოი-როგის ოლქში, ჩაცხრილეს ნავი, რომელსაც  ხალხი ოკუპირებული რეგიონებიდან გადმოჰყავდა. მას ესროლეს პირდაპირ გრადებიდან. ნავში 14 ადამიანი იყო. სამი ბავშვი და 11 უფროსი. დაიღუპა 13 წლის ბავშვი, შვიდი საავადმყოფოშია. 2 უგზო-უკვლოდ დაიკარგა“ – აცხადებს ვილკულა.

 

მსგავსი თემები