აშშ ტაშს უკრავს იმ ქვეყნებს, ვინც რუსეთი გაეროდან დროებით გააძევა

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება გადაწყვეტილებას, რომელიც გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებას ითვალისწინებს. გადაწყვეტილება გუშინ შემდეგი თანაფარდობით: 93 ხმა  24-ის წინააღმდეგ, მიიღეს.

„აპლოდისმენტებით ვხვდები ხმების უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსეთი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გააძევეს. ეს საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც კვლავაც აჩვენებს, რომ პუტინის ომმა რუსეთი საერთაშორისო საზოგადოებისგან იზოლირებულ, განდევნილ ქვეყნად აქცია. რუსეთის ადგილი ადამიანის უფლებათა საბჭოში არ არის. რუსეთი ვეღარ შეძლებს საბჭოში მუშაობას და დეზინფორმაციის გავრცელებას“ – აცხადებენ თეთრ სახლში.

რუსეთი ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხეს  

მსგავსი თემები