“მტერი თავს გვესხმის რაკეტებით” – თავდაცვის მინისტრი

„სიტუაცია უკიდურესად მძიმეა. განსაკუთრებით, ჩვენი ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთში. რუსეთი ძლიერი შეტევის განხორციელების მიზნით ძალების კონცენტრაციას ახდენს“ – აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი და შეიარაღების გაუმჯობესებას ითხოვს.

რეზნიკოვის შეფასებით, უკრაინამ მოიგო ომის პირველი ეტაპი და ეს მოხერხდა პარტნიორებისგან მიღებული იარაღის წყალობით, თუმცა, რუსეთმა შეცვალა ტაქტიკა და კონფლიქტი გაჭიანურებულ ფაზაში და სხვა ფორმატში გადააქვს.

„მტერი თავს გვესხმის რაკეტებით, იყენებს თვითმფრინავებს, MLRS სისტემებს და შორი მანძილის არტილერიას. ანადგურებს ჩვენს მშვიდობიან ქალაქებს. დაბომბვა ხორციელდება რუსეთის, ბელარუსის, ასევე შავი და აზოვის ზღვების ტერიტორიიდან. ასეთ პირობებში ომი გადადის რესურსების კონკურენციის ფაზაში, რომლებიც რუსეთში თითქმის უსასრულოა, უკრაინასთან შედარებით. ასეთი ომის მოსაგებად, ჩვენ გვჭირდება განსხვავებული დახმარება, ვიდრე ადრე ვიღებდით“ – აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

 

მსგავსი თემები