უკრაინა საბჭოური იარაღის ნაცვლად ისეთ იარაღს ითხოვს, რომელსაც ნატო იყენებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსი რეზნიკოვის  განაცხადები, მათ ახლა თანამედროვე შეიარაღება სჭირდებათ, ისეთი, როგორსაც ნატოს ჯარები იყენებენ.

„საბჭოთა იარაღი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მხოლოდ მცირე ხნით გააძლიერებს უკრაინას. უკრაინამ რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს იარაღი, რომელსაც ნატოს ქვეყნები იყენებენ. ეს საუკეთესო გამოსავალია მრავალი მიზეზის გამო. მოგიწოდებთ, რაც შეიძლება მალე მოგვაწოდოთ მძიმე იარაღი. რუსეთის ლიდერები ომის დამნაშავეები არიან. ამას ყველა აღიარებს. როდესაც ისინი სამხედრო მარცხს განიცდიან, მაშინვე დაკარგავენ ძალაუფლებას. ჩვენ არ გვეშინია რუსეთის და შეგვიძლია მისი დამარცხება. ჩვენ გვინდა გავანადგუროთ მკვლელები, მოძალადეები და მძარცველები, რომლებმაც უსაზღვრო ტკივილი მოგვიტანეს“ – აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

მსგავსი თემები