„დავეხმარებით უკრაინას, თავი დაიცვას ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეებისგან“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მოკავშირეები უკრაინას არა მხოლოდ ჰუმანიტარულ თუ იარაღის მიწოდების ნაწილში დაეხმარებიან, არამედ, დახმარება რუსეთისგან მომავალი ქიმიური თუ ბიოლოგიური საფრთხისგან თავდაცვაც იქნება.

„მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ სხვა პარტნიორებსაც უნდა დავეხმაროთ, მიეცეთ საშუალება, თავი დაიცვან. მათ შორის საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა. საქართველოს შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია, გავზარდოთ მხარდაჭერა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მიმართულებით. მაგალითად, კომუნიკაციების მიმართულებით და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. ბოსნია და ჰერცეგოვინას მიმართულებით ჩვენ შეგვიძლია, თავდაცვითი შესაძლებლობების ზრდის პაკეტი წარვადგინოთ. გვაქვს სრული თანხმობა ამ მიმართულებით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე განცხადებით,  რუსეთის მიერ მიყენებული ზიანი არის გლობალური.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთიანი ვიყოთ, რათა ღირებულებები აქტიურად დავიცვათ. აქტიურად ვიმუშავებთ სხვა მიმართულებითაც. მაგალითად, საზღვაო უსაფრთხოება, კლიმატის ცვლილებები და მედეგობა. სანქციები, რომელიც დაწესდა ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების მიერ, გახლავთ უპრეცედენტო. რა თქმა უნდა, ეს აზიანებს პრეზიდენტ პუტინის საომარ მანქანას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა, რათა მალე დასრულდეს ეს გაუგონარი ომი“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა ნატოს მინისტერიალის დასრულების შემდეგ.

 

მსგავსი თემები