„მნიშვნელოვანია, ყველა პასუხისმგებელი პირი გასამართლდეს“ – იენს სტოლტენბერგი

ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი დასრულდა. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეთანხმება მიღწეულია, რომ პარტნიორებთან  თანამშრომლობა გაგრძელდება.

„მოკავშირეები და პარტნიორები გმობენ იმ დანაშაულს, იმ მკვლელობებს, რისი მომსწრეც გავხდით უკრაინაში. მნიშვნელოვანია, ყველა პასუხისმგებელი პირი გასამართლდეს და საერთაშორისო დონეზე დაიწყოს გამოძიება. მოკავშირეები ძალიან აქტიურად მუშაობენ, რომ  დავეხმაროთ მამაც უკრაინელებს, დაიცვან თავიანთი ქვეყანა, თავიანთი მოქალაქეები და შესაბამისად, გააძევონ რუსული ჯარები. ასევე, მოკავშირეები აძლიერებენ ფინანსურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები