„პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან“ – „დიდი შვიდეულის“ ერთობლივი განცხადება

დიდი შვიდეულის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის მხრიდან განხორციელებულ სისასტიკეზე ერთიან პოზიციას აფიქსირებენ. როგორც G7-წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ. ეს არის სასტიკი დანაშაული, რომელიც დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

„ჩვენ, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილ სისასტიკეს. სამოქალაქო პირების დაღუპვის, წამების მსხვერპლთა და სიკვდილით დასჯის ამსახველი შემზარავი სურათები, ასევე სექსუალური ძალადობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ ცნობები აჩვენებს რუსეთის სასტიკი აგრესიული ომის ნამდვილ სახეს უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ“, – აცხადებენ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები.

ისინი ერთიან პოზიციას გამოხატავენ უკრაინის გაძლიერებისა და შემდგომი დახმარების მიმართულებით. ასევე „დიდი შვიდეულის“ პოზიციაა რუსეთი გაირიცხოს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან.

 

მსგავსი თემები