ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიხსნა, სადაც ამ წუთებში უკრაინის საგარეო მინისტრს დმიტრო კულებას უსმენენ. შეხვედრის დაწყებამდე კი მედიასთან განცადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა გააკეთა, სადაც აქცენტი უკრაინის იარაღით მომარაგება იყო.
„სიტყვები კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია პრაქტიკული საკითხები. მეტი რესურსი, მეტი სამხედრო შესაძლებლობა რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, საერთაშორისო საზოგადოებიდან რუსეთის მეტი იზოლაცია, მეტი სანქციები. დღეს, იმედი მაქვს, ევროკავშირის ელჩები დაამტკიცებენ სანქციების მეხუთე პაკეტს და ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს შესათანხმებლად გადაეცემა. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი კენჭისყრა გაიმართება გაერო-ში და იმედი მაქვს, საერთაშორისო საზოგადოება გადაწყვეტს რუსეთის გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხვის შესახებ. ეს იქნება რთული კენჭისყრა, გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება ხმების ორი-მესამედი, თუმცა ვფიქრობ, ამას შეათანხმებენ“, – განაცხადა ბორელმა.