ბრიუსელში საბჭოს სხდომა იწყება, ადგილზე დმიტრო კულებაც ჩავიდა
მსოფლიოს პოლიტიკურ ცენტრში – ბრიუსელში, უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა დღესაც გაგრძელდება. NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში, მთავარი თემა ისევ უკრაინა და მიმდინარე ომი იქნება. ალიანსის შტაბ-ბინაში შეკრება უკვე დაიწყო. ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სხდომაში მონაწილეობა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაც მიიღებს, რომელიც უკვე ადგილზე იმყოფება. „უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდება“ – აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე