„თუ პრევენციული ქმედებები არ იქნება მეორედ, ეს იქნება მთელი დასავლეთის ისტორიული შეცდომა“ – ზელენსკი ისევ ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტის თხოვნა და მოთხოვნა მსოფლიოს მიმართ უცვლელია – იარაღი და მეტი სანქცია. ვიდეომიმართვაში, რომელიც პრეზიდენტმა გაავრცელა, ასევე საუბარია, რომ  რუსმა სამხედროებმა შეცვალეს ტაქტიკა და ცდილობენ, ქუჩებიდან და სარდაფებიდან გარდაცვლილთა ცხედრები გაიტანონ. ეს კი იმისთვის სჭირდებათ, რომ კვალი დაფარონ.

„თუ არ იქნება ნამდვილად მტკივნეული სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ და ჩვენთვის რეალურად საჭირო შეიარაღებით მომარაგება, რომლის თაობაზეც არაერთხელ მოგმართეთ, მაშინ რუსეთი განიხილავს ამას როგორც ნებართვას იერიშისთვის, ნებართვას დონბასში ახალი სისხლიანი ტალღის დასაწყებად“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

მისივე განცხადებით, იარაღით მომარაგებასთან ერთად, აუცილებელია სანქციების უფრო გამკაცრება.

„კიდევ შეიძლება იმ სანქციების დაწესება, რომელსაც უკრაინა, ჩვენი ხალხი მოითხოვს. კიდევ შეიძლება მოგვცეთ ისეთი იარაღი, რომელიც რეალურად შეაჩერებდა ამ აგრესიას. დასავლეთს შეუძლია ამის გაკეთება. თუ კიდევ იქნება შეცდომა დაშვებული, თუ პრევენციული ქმედებები არ იქნება მეორედ, ეს იქნება მთელი დასავლეთის ისტორიული შეცდომა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა შეცვალეს ტაქტიკა და ცდილობენ, ქუჩებიდან და სარდაფებიდან გარდაცვლილთა ცხედრები გაიტანონ.

 

მსგავსი თემები