ვირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 765 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 376 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 174 შემთხვევა, აჭარა – 10, იმერეთი – 38, ქვემო ქართლი – 19, შიდა ქართლი – 44, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 20, კახეთი – 24, მცხეთა-მთიანეთი -7, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

 

 

მსგავსი თემები