„რუსეთს სურს, რეგიონში მხოლოდ ერთი წესრიგი იყოს – ტირანია“ – ზელენსკი ესპანეთის პარლამენტში

გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთის პარლამენტს მიმართა. პრეზიდენტმა გამოსვლა მადლობით დაიწყო და აღნიშნა, რომ მსოფლიოში ყველამ უნდა შეწყვიტოს რუსეთის შიშით ცხოვრება.

„მსოფლიოში უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთმაც დაიწყოს მშვიდობის ძიება. რუსეთმა უნდა დაიწყოს საერთაშორისო სამართლის პატივისცემა. რა არის ამისთვის საჭირო? ყველამ ევროპაში უბრალოდ, უნდა შეწყვიტოს რუსეთის შიში. შეწყვიტონ, იყვნენ სუსტები. უნდა გახდნენ ძლიერები. დააყენონ ღირებულებები და დემოკრატია მაღლა, იმ საფრთხეებზე მაღლა, რასაც რუსეთი ავრცელებს“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე სიტყვებით, რუსეთი უკრაინის მიწაზე საომრად არც გუშინ და არც გუშინწინ შესულა.

„ჩვენ საშინელი აგრესიისგან თავს 2014 წლიდან ვიცავთ. ჯერ ჩვენი ყირიმის ოკუპაცია, შემდეგ ომი დონბასში, ახლა სრულმასშტაბიანი შემოჭრის 41-ე დღეა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე საშინელი ომისა ევროპაში.  რუსეთს სურს, ისე გააკეთოს, რომ ჩვენს რეგიონში მხოლოდ ერთი წესრიგი იყოს დომინანტი – ტირანია, რომ ნებისმიერი აზრთა სხვადასხვაობა განადგურდეს, რომ შეუძლებელი გახდეს საერთო ენის გამონახვა.  რა იქნება შემდეგ? ვიცი, რომ თქვენთვის, ესპანეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიული სისტემა დაცული იყო; რომ ევროპის კონტინენტზე მშვიდობა გარანტირებული იყოს“ – განაცხადა პრეზიდენტმა ესპანეთის პარლამენტში გამოსვლისას.

 

მსგავსი თემები