ვოლოდიმირ ზელენსკის გაეროს უშიშროების საბჭოს სისასტიკის ამსახველი ვიდეოს ნახვა სთხოვა

„ეს არის ყველაზე საზარელი დანაშაული, რაც კი კაცობრიობას გადახდენია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ისინი ცდილობენ, ნაცარტუტად აქციონ უკრაინა. ანადგურებენ ყველაფერს, რომ ადამიანებდა დატოვონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები. ისინი არ ინდობენ თავშესაფრებსაც კი, სადაც შეხიზნულია მშვიდობიანი მოსახლეობა“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოზე.

მან, გამოსვლის დასრულების შემდეგ საბჭოს იმ ვიდეოს ნახვა სთხოვა, რომელიც უკრაინის სისასტიკეს ასახავს.

„სამწუხაროდ, ბუჩა არის ერთადერთ მაგალითი, რისი ნახვაც დღეს შეიძლება. თუმცა, არის სხვა ქალაქებიც, სადაც იგივე სისასტიკის ნახვა შეიძლება. ეს არის ბარბაროსული მოპყრობა. ჩვენ გვაქვს შესაბამისი მტკიცებულებები. ეს არის სამხედრო დანაშაული და დარწმუნებული ვარ, გაეროს თოთოეული წევრი ქვეყანა დაინტერესდება ყველა დაისაჯოს, ვინც ფიქრობს, რომ არაფერი მოეკითხება. რუსეთს სურდა უკრაინელები მონებად ექცია, ფიქრობდნენ, რომ ყველაფერი ღია დახვდებოდათ და მათი იქნებოდა“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ კი მან საბჭოს თხოვნით მიმართა, დამატებით ერთი წუთი მიეცათ და ის ვიდეო ენახათ, რომელიც მას ჰქონდა წარმოდგენილი. ტექნიკური ხარვეზების გამო, ვიდეოს ნახვა ვერ მოხერხდა, თუმცა, თავმჯდომარემ განმარტა, რომ ვიდეოს მიუბრუნდებიან და ნახავენ.

გაეროს უშიშრობის საბჭოს თავმჯდომარემ პრეზიდენტ ზელენსკის მადლობა გადაუხადა ასეთი ენერგიული გამოსვლისთვის.

„ის ადგილები, სადაც მათი ჯარებია განთავსებული, მასობრივ სასაფლაოებადაა ქცეული“ – ზელენსკის გაეროს უშიშროების საბჭოზე

მსგავსი თემები