უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საგარეო უწყებაში დაიბარეს

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. მას შეხვედრა ჰქონდა ახლადდანიშნულ ელჩთან – ილია დარჩიაშვილთან.

შეხვედრის დეტალებზე ინფორმაციას არ ვრცელდება, თუმცა, დიდი ალბათობით კასიანოვის დაბარების მიზეზი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის გუშინდელი განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის საქართველოს გამოყენებით  ცდილობს სანქციებს თავი დააღწიოს.

კერძოდ, როგორც უკრაინის დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაციას, საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებს სუს-მაც გაავრცელა და უკრაინულ მხარეს მტკიცებულებების მოსთხოვა.

 

მსგავსი თემები