„ის ადგილები, სადაც მათი ჯარებია განთავსებული, მასობრივ სასაფლაოებადაა ქცეული“ – ზელენსკის გაეროს უშიშროების საბჭოზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოდის. პრეზიდენტი უკრაინაში რუსულ სისასტიკეზე საუბრობს და საბის წევრებს აცნობს, რა ჩაიდინეს ოკუპანტებმა მათ მიწაზე.

„ისინი არც თუ ისე შორს არიან კიევიდან. არ არსებობს მცირედი სამხედრო დანაშაულიც კი, რაც არ ჩაიდინეს. ისინი კლავენ ყველას, ქალებს კლავენ, სახლებთან კლავენ ადამიანებს და მთელ ოჯახებს ანადგურებენ. დიდებს, პატარებს, ყველას კლავენ და შემდეგ წვამენ გვამებს. მე თქვენ მოგმართავთ იმათი სახელით, ვინც დაიღუპნენ, ვინც აწამეს, ვინც დახვრიტეს, ზოგიერთები კი ჭაში ჩააგდეს. მანქანებს სრესენ შუაგულ ქუჩაში. ქალებს აუპატიურებენ ბავშვების თვალწინ. ეს ყველაფერი კეთდება ქვეყნის დასანგრევად და გასანაგურებლად. ის ადგილები, სადაც მათი ჯარებია განთავსებული, მასობრივ სასაფლაოებადაა ქცეული“ – აცხადებს ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოზე, სადაც ვირტუალურად გამოდის.

 

მსგავსი თემები