„სისასტიკე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინაში საომარ მოქმედებებსა და ადამიანების ხოცვას სისასტიკეს უწოდებს. როგორც სტოლტენბერგი განმარტავს, ასეთი სისასტიკე ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს.

„ეს არის საშინელება, რომელიც უკრაინელი ხალხის ტანჯვას იწვევს.  ეს  ყველა ჩვენგანისთვის საშიშია. ვხედავთ პრეზიდენტ პუტინის ომის ბუნებას, მის მიერ კანონის უზენაესობის, საერთაშორისო წესებისა და ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი პატივისცემის ნაკლებობას.  კიევისგან მოშორებით, რუსული ჯარების მნიშვნელოვან გადაადგილებას ვხედავთ იმისათვის, რომ გადაჯგუფდნენ, ხელახალი შეიარაღება მიიღონ და აქცენტი აღმოსავლეთზე გადაიტანონ. მომავალი კვირების განმავლობაში, აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში, ჩვენ, რუსეთის შემდგომ ბიძგს ველით, რათა შეეცადოს, აიღოს მთელი დონბასი და ოკუპირებულ ყირიმთან სახმელეთო ხიდი შექმნას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

მსგავსი თემები