„საქართველოში ბოლო დღეებში თუ ვინმე ჩამოდის, ჩამოდის ჩემს თემაზე“ – მიხეილ სააკაშილი სასამართლოზე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მსოფლიო მას თანაგრძნობას უცხადებს როგორც პუტინის პირად ტყვეს და საქართველოში დელეგაციების სწორედ მის საკითხზე ჩამოდიან.

„ყველამ კარგად იცის რისთვის მასამართლებენ, მასამართლებენ იმისათვის, რომ არ დავუწექი რუსეთს და არ ჩავაბარე საქართველო. მე ვარ პუტინის პირადი ტყვე და ეს თქვეს ევროპარლამენტის ძალიან დიდმა ავტორიტეტებმა. საქართველოში ბოლო დღეებში თუ ვინმე ჩამოდის, ჩამოდის ჩემს თემაზე.  აქ ჩამოდიან მხოლოდ სააკაშვილის საკითხზე იმიტომ კი არა რომ მე ვარ სუპერმენი, იმიტომ, რომ მე ვარ პუტინის პირადი ტყვე და არ შეიძლება ამ გლობალურ ომში საქართველოს ტყვედ ჰყავდეს აყვანილი პუტინის პირადი ტყვე“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს სხდომაზე.

მისი თქმით, უკრაინა ემზადება გამარჯვებისთვის, საქართველოს კი კაპიტულაციისა და ჩაბარებისთვის ამზადებენ.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო უკვე დატოვა. მისი ეტაპირება ისევ რუსთავის დაწესებულებაში ხდება.

 

მსგავსი თემები