მტკიცებულება, რომ ბუჩაში მოსახლეობა ოკუპანტებმა ამოხოცეს, მოპოვებულია

​ბუჩაში დატრიალებულ სისასტიკეს რუსული მხარე უარყოფს და აცხადებს, რომ ეს თავად უკრაინული მხარის ჩადენილი და „ფეიკია“ რომ მსოფლიო ამ სიყალბეში დააჯეროს. აღნიშნული განცხადება რუსეთის საგარეო მინისტრ სერგეი ლავროვს ეკუთვნის. ის ირწმუნება, რომ ეს სიყალბე უკრაინამ მას შემდეგ დადგამ რაც რუსის ჯარები ბუჩადან გავიდნენ.

რაც შეეხება რეალობას, სატელიტიდან გადაღებული ფოტომასალა ამტკიცებს, რომ, ეს სისასტიკე სწორედ იმ პერიოდშია ჩადენილი, როცა ქალაქი ბუჩა რუს ოკუპანტებს ჰქონდათ ოკუპირებული.

ვიდეო და სატელიტური ფოტომასალა შესაძლებლობას იძლევა აღინიშნოს, რომ დახოცილთა გვამები დასახლებულ პუნქტში სამ კვირას მეტი ხნის განმავლობაში გამოჩნდა. ამ დროს ბუჩა რუსი სამხედრო მოსამსახურეების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.

ერთ-ერთ ვიდეოზე, რომელიც ადგილობრივი ადმინისტრაციის წევრმა 2 აპრილს გადაიღო, მრავალი ცხედარი ჩანს იაბლუნსკის ქუჩაზე. ხოლო სატელიტურ სურათებზე, რომელიც ნიუ-იორკ- ტაიმსს კამპანია Maxar Technologies-მა მიაწოდა, სულ მცირე 11 ცხედარი 11 მარტის ქუჩაზე აწყვია.

შეგახსენებთ, რომ ბუჩას ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ, იქ უმძიმესი ვითარება აღმოჩნდა. ჩახოცილი ადამიანები, რომლებსაც ხელ-ფეხი ჰქონდათ შეკრული, მუხლებზე იყვნენ დაჩოქილები, ნაწამები და ტყვია ასე ესროლეს. ბუჩადან ათეულობით გვამი გამოიტანეს და დაკრძალეს.

ბუჩაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, მსოფლიო რუსეთისთვის ახალი სანქციების შემოღებაზე მუშაობს.

 

მსგავსი თემები