„ყოველივე ამის ხილვამ შეუძლებელია, ადამიანი სრულად არ შეძრას“ – საპატრიარქოს სამძიმარი ბუჩას

საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ქალაქ ბუჩაში დატრიალებულ სისატიკესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და თანაგრძნობას უცხადებს უკრაინელ ხალხს.

„ვრცელდება უამრავი ვიდეო და ფოტომასალა უკრაინაში, ქალაქ ბუჩაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების ადგილიდან.

მიუხედავად ომის სასტიკი ,,კანონებისა”, მსგავსი სიმძიმე, რაც კადრებში ჩანს, ძნელი წარმოსადგენია. ყოველივე ამის ხილვამ შეუძლებელია, ადამიანი სრულად არ შეძრას, – აცხადებენ საპატრიარქოში და თანაგრძნობას გამოხატავენ.

„გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ დიდი გულისტკივილი და მწუხარება იმ ტრაგედიის გამო, რაც უკრაინაში სამხედრო აგრესიის ვითარებაში ხდება, განსაკუთრებით მძიმეა მშვიდობიანი, უდანაშაულო მოსახლეობის მკვლელობის ხილვა. თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს და ვლოცულობთ მათთვის. დაე, უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულები, უკრაინასა და მთელ მსოფლიოს კი მომადლოს მშვიდობა“-  ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი თემები