„თუ საქართველო კონტრაბანდულო დერეფანი გახდა, ეს არ დაიმალება“ – იაგო ხვიჩია საქართველო-რუსეთის თანამშრომლობაზე

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაცია საქართველო-რუსეთის ფარულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში ერთ-ერთი თემაა, რომელზეც კომენტარები აქტიურად კეთდება.

როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, ამჯერად, აშშ-მა საქართველო გააფრთხილა, თუ ფაქტები დადასტურდა, მძიმე რეალობის წანაშე აღმოვჩნდებით.

„გამორიცხული არაფერია. რას ნიშნავს კონტრაბანდული დერეფანი, ამას მეტი დეტალიზაცია სჭირდება. თუ საქართველო კონტრაბანდულო დერეფანი გახდა, ეს არ დაიმალება და მტკიცებულებებიც დაიდება. ასევე, სხვადასხვა ადამიანებიც გამოჩნდებიან, რომლებიც ვთქვათ, ამ საქმეში გარეულები არიან. გაფრთხილება მოგვცეს, რამეზე ხელი არ წაგიცდეთო. ამას ნიშნავს ეს განცხადება. მგონია, ამერიკული დაზვერვის ინფორმაციაც ექნება უკრაინულ მხარეს და პირიქით, უკრაინული ინფორმაცია ექნება ამერიკულ მხარეს. უბრალოდ, ვინ გაახმოვანებს ამ ინფორმაციას ეს სულ სხვა გარემოებაა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში.

აღნიშნულ საკითხზე განცხადება თეთრ სახლშიც გააკეთეს.

ვინც რუსეთს მხარს დაუჭერს და დაეხმარება, აშშ მკაცრ სანქციებში მოაქცევს – კითხვა საქართველოზე

მსგავსი თემები