ვინც რუსეთს მხარს დაუჭერს და დაეხმარება, აშშ მკაცრ სანქციებში მოაქცევს – კითხვა საქართველოზე

ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობენ, სადაც საქართველო რუსეთის „მოკავშირედაა“ მოხსენიებული კერძოდ, საუბარია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, თითქოს, საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება.

როგორც  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი აცხადებს, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას და ინფორმაციას მუდმივად იღებენ.

„ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას, მათ შორის აღსანიშნავია გაეროში მნიშვნელოვანი კენჭისყრა, რომელსაც საქართველომ მხარი დაუჭირა. ქართველ ხალხს კარგად ახსოვს, რას ნიშნავს რუსეთის აგრესია. მჭიდრო კონტაქტი გვაქვს საქართველოში ჩვენს კოლეგებთან უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და ეს კონტაქტი გაგრძელდება. კონკრეტულ ქვეყანაზე საუბრის გარეშე, ჩვენ განვაცხადეთ, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც შეეცდებიან მხარი დაუჭირონ კრემლის საომარ ძალისხმევას ფინანსურად ან იარაღის მიწოდებით, შესაბამისი შედეგები ემუქრებათ. ისინი აღმოჩნდებიან სანქციების წინაშე“ – განაცხადა ნედ პრაისმა.

 

მსგავსი თემები