რუსეთი ყველას სამაგიეროს გადაუხდის, ვინც რუსი დიპლომატები გააძევა

პუტინის, ლავროვისა და პესკოვის პარალელურად, დასავლეთის ქვეყნებისთვის სამაგიეროს გადახდის შესახებ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევიც ალაპარაკდა.

რუსი დიპლომატების გაძევებით შეშფოთებული მედვედევი აცხადებს, რომ ყველას სამაგიეროს გადაუხდიან და „ეს ქვეყნები“ თავად დაზარალდებიან.

„ჩვენი პასუხი იქნება სიმეტრიული და დესტრუქციული ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ვინ დასაჯეს? პირველ რიგში საკუთარი თავი. თუ ასე გაგრძელდა, ადაკვატური იქნება, როგორც მე დავწერე 26 თებერვალს,  დასავლეთის საელჩოებისთვის კარის ჩაკეტვა,”- აცხადებს მედვდევი.

ინფორმაციისთვის, სხვადასხვა ქვეყანამ რუს დიპლომატებს კარი ჩაუკეტა. მათ შორის, გერმანიამ რამდენიმე დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. საფრანგეთი კი 35 რუს დიპლომატს საზღვარს უკეტავს.

 

მსგავსი თემები