„დამნაშავეებთან მოლაპარაკება არ არის საჭირო“ – პოლონეთი პუტინს ჰიტლერსა და სტალინს ადარებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება პუტინის რეჟიმთან არაეფექტური იქნება. პუტინის ანალოგად მას ჰიტლერიც მოჰყავს და საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს ახსენებს, რომ მას არავინ ელაპარაკებოდა, რადგან აზრი არ ჰქონდა.

„ბატონო პრეზიდენტო მაკრონ, რამდენჯერ აწარმოეთ მოლაპარაკებები პუტინთან და რა მიიღეთ შედეგად, შეაჩერეთ თუ არა რომელიმე ქმედება, რომელიც განხორციელდა? დამნაშავეებთან მოლაპარაკებები არ არის საჭირო. საჭიროა მათ წინააღმდეგ ბრძოლა. არავინ ელაპარაკებოდა ჰიტლერს, სტალინა, პოლ პოტთან…“ აცხადებს მატეუშ მორავეცკი.

პოლონეთი  უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის გამოსაძიებლად საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნასაც ითხოვს.

 

მსგავსი თემები