უკრაინას იმედი აქვს, რომ ახალი საგარეო მინისტრის დანიშვნით უკრაინა-საქართველოს ურთიერთობა გაუმჯობესდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ცვლილებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ეხმიანება, მას იმედი აქვს, რომ ახალი მინისტრი უკრაინასთან ურთიერთობას გამოასწორებს.

„მოუთმენლად ველოდებით საქართველოს ახალდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან მუშაობას საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს სრული მხარდაჭერის იმედი გვაქვს”, – ასეთია დმიტრო კულებას შეფასება.

მსგავსი თემები