რუსეთი თანახმაა, უკრაინას უსაფრთხოების გარანტია ყველა ევროპულმა სახელმწიფომ მისცეს  

რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების პარალელურად, რომელიც ამ წუთებში ვირტუალურ რეჟიმში გრძელდება, განცხადებას აკეთებს სერგეი ლავროვი. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გაგრძელება აუცილებელია.

„პროცესი უნდა გაგრძელდეს. თქვენ მოისმინეთ, როგორ კომენტარს აკეთებდნენ ჩვენი მომლაპარაკებლები სტამბოლში ბოლო შეხვედრაზე, სადაც უკრაინულმა მხარემ ქაღალდზე პირველად წარადგინა საკუთარი ხედვა შეთანხმებებზე.  ეს შეთანხმებები, ზოგადად, ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს. ჩვენ ვამზადებთ რეაქციას, არის წინსვლა, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ეხება უკრაინის, როგორც ბლოკის წევრი ქვეყნის აღიარების შეუძლებლობას“, – ამბობს ლავროვი.

ასევე, რუსი დიპლომატი უკრაინის ინიციატივაზე საუბრობს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ეხება. ლავროვი თანახმაა, რომ გარანტორებს შორის რუსეთიც იყოს.

„მომხრე ვართ, უსაფრთხოების გარანტები უკრაინას მისცეს ყველა ევროპულმა სახელმწიფომ, ასევე რუსეთმა.  მიშვნელოვანია, რომ არც ერთი ქვეყანა გააძლიერებს საკუთარ უსაფრთხოებას სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე. ეს არის მთავარი საფუძველი პრობლემის. დასავლეთი რუსეთის პოზიციების იგნორირებას ახდენდა და  რუსეთისგან ცდილობდა სამხედრო და იდეოლოგიური საფრთხის შექმნას“ – განმარტავს ლავროვი.

მსგავსი თემები