ბელგოროდში ნავთობის 8 რეზერვუარი იწვის

ბელგოროდში ნავთობტერმინალზე ხანძარს ისევ ვერ აქრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი უკიდია ნავთობტერმინალის 8 რეზერვუარს.

რუსული მხარე  უკრაინას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ნავთობტერმინალი უკრაინული ვერტმფრენებიდან დაიბომბა. რუსული მხარის ინფორმაციით, ადგილზე 194 მაშველი და 59 ერთეული ტექნიკა მუშაობს.

არსებობს ვერსია, რომ რუსეთმა საკუთარი ნავთობბაზა თავად დაბომბა რომ შემდეგ უკრაინისთვის დაებრალებინა.

ქალაქში პანიკაა, მოსახლეობა ევაკუირებულია. კილომეტრიანი საცობებია ბენზოგასამართ სადგურებში. როგორც ადგილობრივი წარმომადგენლები აცხადებენ,  საწვავის ნახევარი თვის მარაგი არსებობს და პრობლემა არ შეიქმნება.

ბელგოროდი უკრაინის საზღვართან მდებარე ყველაზე ახლო ქალაქია.

 

მსგავსი თემები