„სასანქციო პაკეტში, უკრაინასთან ერთად საქართველოს დეოკუპაციაც უნდა გაჩნდეს“ – ჯემალ გამახარია (ვიდეო)

„აფხაზეთში არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, რუსეთის სახით, დიდ ოკეანეში ჩაიხრჩონ, მაგრამ, არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც ოკეანეში ჩახრჩობა არ სურთ და გადარჩენას ქართულ მხარეში ხედავენ“ – ეს განცხადება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამმედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და აღნიშნა, რომ აფხაზეთში ომის დაწყებას გამორიცხავს.

„მაქვს ძალიან დიდი შიში, რომ ცხინვალის რეგიონში რაც დაგეგმეს, შეიძლება განხორციელდეს. ჩვენი ბერკეტები ამ შემთვევაში არაფერია. ომის დაწყებას მე პირადად გამოვრიცხავ. ეს უკუშედეგებს გამოიწვევს. საქართველოს ხელისუფლებას უკრაინასთან მიმართებაში ხისტი პოზიცია რომ დაეკავებინა, ამით ამართლებდნენ სამხრეთ ოსეთში რაც დღეს ხდება. აქაც გამოჩნდა, რომ ეს პოლიტიკა ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ეს არის იძულებითი პოლიტიკა, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამმედიაცენტრ მთავარში.“

მისივე შეფასებით, იმისათვის, რომ რუსეთთან მიერთების საკითხი დღის წესრიგში აფხაზეთთანაც არ დადგეს, საჭიროა საერთაშორისო პარტნიორებთამ ერთად სანქციების პაკეტში საქართველოს მოხვედრაც.

„ჩვენს მთავრობას ხისტი პოზიცია რომ დაეკავებინა, რაც დღეს ცხინვალში ხდება, ამას სწორედ იმით დაასაბუთებდნენ რომ მოდის საფრთხე საქართველოს ხელისუფლებისგან. ჩვენი ერთადერთი გზაა გავაგრძელოთ ბრძოლა რუსეთს წინააღმდეგ საერთაშირისო პარტნიორებთან ერთად ეს არის სანქციებით ბრძოლა. იმ სასანქციო პაკეტში, რაც არსებობს, უნდა  ჩაჯდეს არა მხოლოდ უკრაინა და იქიდან ჯარების გაყვანა, არამედ საქართველოს დეოკუპაცია ეს არის დღეს ნომერ პირველი ამოცანა“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ მედიაცენტრ მთავარში.“

“აფხაზეთში ომი გამორიცხულია” – ჯემალ გამახარია “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები