ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, როგორც ჩანს, პუტინი თვითიზოლაციაში გადადის. როგორც პრეზიდენტმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, პუტინს თანამშრომლების ნაწილი შინაპატიმრობაში ჰყავს.
„როგორც ირკვევა, არ ვამბობ, რომ ეს 100%-ით მართალია, პუტინი თვითიზოლაციაში გადადის. მან სამსახურიდან გაათავისუფლა ან შინაპატიმრობაში გადაიყვანა ზოგიერთი მრჩეველი. მაგრამ ზედმეტად ამაზე ყურადღების გამახვილება არ მინდა, რადგან ამის ბევრი მტკიცებულება არ გვაქვს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა მედიასთან.