ავსტრალია უკრაინას საბრძოლო მასალით მოამარაგებს

უკრაინაში რუსეთის სისასტიკის პარალელურად, უკრაინას მსოფლიო ქვეყნები სხვადასხვა მიმართულებით აძლიერებენ. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა ავსტრალია. როგორც ქვეყნის პრემიერი აცხადებს, გადაწყვეტილება მიღებულია.

„ავსტრალია უკრაინაში მხოლოდ ლოცვებს არ გზავნის. ჩვენ ვაგზავნით  იარაღს, საბრძოლო მასალას, ჰუმანიტარულ დახმარებას, ჯავშან ჟილეტებს, ჯავშანმანქანებს, ჩვენს Bushmaster-საც“, – ასეთია პრემიერის გზავნილი.

ერთ-ერთი ქვეყანა, რომლის პარლამენტშიც ვოლოდიმირ ზელენსკი ვირტუალურად გამოვიდა, სწორედ ავსტრალია იყო. ქვეყანას უკრაინის პრეზიდენტმა სწორედ შეიარაღებით დახმარება სთხოვა, რომელიც ოპერატიულად დაკმაყოფილდა.

 

მსგავსი თემები