„რუსეთი მუდმივად იტყუება“ – ნატოს გენერალური მდივანი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით მედიისთვის განცხადებები გააკეთა, როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, რუსეთი მუდმივად იტყუება და მისი სიტყვები სანდო არ არის.

„რუსეთი მზად იყო, განეხორციელებინა სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. ჩვენ მოვემზადეთ უარესისთვის ვიდრე იყო რუსთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. მართალია მოვემზადეთ უარესისთვის, თუმცა, გვქონდა უკეთესის იმედი. ყველა ძალისხმევა გამოვიყენეთ რუსეთის დიალოგში ჩასართველად, თუმცა, მოსკოვმა არაერთგზის გვითხრა უარი და საბოლოოდ, გადაწყვიტა შეეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები“ – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მისი შეფასებით, რასაც რუსეთი ამბობს, არასდროს ასრულებს.

„ჩვენ  გავაძლიერეთ მხარდაჭერა და გავამაგრეთ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგი, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა უკრაინა. უკრაინული ძალები არის უფრო კარგად აღჭურვილი, კარგად მომზადებული და გაცილებით კარგი სარდლობა ჰყავს, ვიდრე ოდესმე. მოვისმინეთ ბოლო განცხადებები, რომ რუსეთი შეამცირებს კიევისა და ჩრდილოეთ უკრაინაში სამხედრო ოპერაციებს, მაგრამ, რუსეთი მუდმივად იტყუება. ჩვენ შეგვიძლია, რუსეთი განვსაჯოთ მისი ქმედებებით და არა მისი სიტყვებით“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

 

მსგავსი თემები