ამერიკა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ვერ საუბრობს

შეერთებული შტატები უკრაინას რუსეთთან ომის დასაძლევად მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს, თუმცა, დამატებით, უსაფრთხოების გარანტიებზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს.

როგორც  პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორი  ქეით ბედინგფილდი აცხადებს, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ აპირებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ვაშინგტონსა და მოსკოვის სამხედრო დაპირისპირებას გამოიწვევს.

„პრეზიდენტი ბაიდენი არ ესწრაფვის პირდაპირ კონფლიქტს ამერიკის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის.  მუდმივ დისკუსიაში ვართ უკრაინასთან, თუ როგორ დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვაში, მაგრამ არ არსებობს კონკრეტული დეტალები უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, რომლებზეც ამ მომენტში შემიძლია, ვისაუბრო“, – განმარტავს ქეით ბედინგფილდმა.

მსგავსი თემები