უკრაინა ამერიკისგან 500 მილიონ დოლარს მიიღებს

თეთრი სახლი უკრაინითვის მორიგი ფულადი დახმარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ინფორმაციის მიხედვით, უკრაინა აშშ-სგან პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების სახით 500 მილიონ დოლარს მიიღებს.

გუშინ, აღნიშნულ საკითხზე ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.

„ლიდერებმა განიხილეს, როგორ მუშაობს აშშ განუწყვეტლივ, რომ უკრაინის მიერ უსაფრთხოების სფეროში მოთხოვნილი ძირითადი დახმარება დააკმაყოფილოს. ასევე, განიხილეს, რა გავლენა იქონია კონფლიქტზე მიწოდებულმა შეიარაღებამ და რა შეიძლება გავაკეთოთ  პარტნიორებთან ერთად, უკრაინელი სამხედროების დასახმარებლად, რომ მათ დაიცვან თავიანთი ქვეყანა“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

 

მსგავსი თემები