უკრაინაში ცხედრებიც კი დანაღმეს

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოკუპანტები ყველანაირ სისასტიკეზე მიდიან. პრემიერ-მინისტრის მოადგილის ვადიმ დენისენკოს განცხადებით, მტერმა ცხედრებიც კი დანაღმა.

ადგლოვრივი ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაადგილებისა და სახლებში დაბრუნებისაგან.

„ძალიან ბევრი ნაღმია ყველგან. დანაღმულია ცხედრებიც კი.  ვისაც უნდა ირპენში დაბრუნება, საკუთარ სახლში დარჩეს, თუ ასეთი არსებობს. ნ აქ ვპოულობთ დანაღმულ ცხედრებს. გეტყვით როდის იქნება შესაძლებელი დაბრუნება. რუსეთის უკან დახევაზე საუბარი ნაადრევია”- განაცხადა დენი სენკომ.

მსგავსი თემები