რატომ უჩივის მმართველი გუნდი პრეზიდენტს და რას ელოდება საკონსტიტუციო სასამართლოსგან?!

„ჩვენ განვაცხადეთ საჯაროდ, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანოს და ამ სარჩელის მიზანი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იმის დადგენა, თუ როგორ უნდა განიმარტოს ესა თუ ის კომპეტენცია“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე იმ საკონსტიტუციო სარჩელთა დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტს უკავშირდება.

აქვე, ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ პრეზიდენტის დასჯას არავინ აპირებს.

„არავის სჯის საკონსტიტუციო სასამართლო. ერთადერთი, რასაც გააკეთებს, ეს არის კომპეტენციის შინაარსის განმარტება. თუ ვინმეს აქვს მცდელობა კინკლაობაში ჩაგვითრიოს, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. ერთადერთი, რასაც მოვითხოვთ, ეს იქნება კონსტიტუციის სათანადო განმარტება“, – განაცხადა კობახიძემ.

„პრეზიდენტმა კონსტიტუცია უხეშად დაარღვია“ – მმართველი გუნდი ზურაბიშვილს „ცოდვებს“ უთვლის

 

მსგავსი თემები