პოლონეთი რუსულ ნავთობზე, გაზსა და ქვანახშირის იმპორტზე უარს ამბობს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი გეგმავს, ყველაფერი გააკეთოს, იმისთვის რომ 2022 წლის ბოლომდე რუსეთიდან ნავთობის, ქვანახშირისა და გაზის იმპორტი შეწყვიტოს.

„ჩვენ წარმოვადგენთ ევროპაში ყველაზე რადიკალურ გეგმას რუსულ ნავთობზე, გაზსა და ქვანახშირზე. ეს გეგმა აუცილებელია ევროპისთვის, რათა საბოლოოდ მოვიდეს გონს. როდესაც სხვები ევროპაში რუსეთს უყურებდნენ, როგორც ბიზნესპარტნიორს, ჩვენ ვიცოდით, რომ ის ნავთობს და ყველაზე მეტად, გაზს შანტაჟის ინსტრუმენტად იყენებდა“, – განაცხადა მორავეცკიმ.

მსგავსი თემები