რაჭაში ღვარცოფი მოედინება (ვიდეო)

რაჭაში, ამბროლაურის რაიონში ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ღვარცოფი მოედინება. ტერიტორია დაუსახლებელია და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. უსაფრთხოების მიზნით ადგილობრივები გაფრთხილებულნი არიან.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერი დავით მხეიძე ავრცელებს.

“ამბროლაურში ვაჟა ფშაველას ქუჩის მიმდებარედ, მთის ფერდობიდან დაიძრა მიწის მასა, ღვარცოფის სახით მოედინება. ამ ეტაპზე სტაბილურია სიტუაცია. მოსახლეობას საფრთზე არ ემუქრება. დილით ჩამოვლენ გეოლოგები, სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები და შესაბამისად იმოქმედებენ. თუ პრევენციული ღონისძიებები გახდა საჭირო ჩვენც ჩავერთვებით” – განაცხადა მერმა.

მსგავსი თემები